საჯარო ლექციები


იურიდიული პროფესიის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდისა და მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას, რომელმაც სრული მხარდაჭერა მოიპოვა საქართველოში მოქმედი, წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან.

2014 წლის 6 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს 11 წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრის მე-4 კურსი; მაგისტრატურა და დოქტურანტურა) სთავაზობს პერიოდულ, უფასო საჯარო ლექციებს, სადაც სწავლება ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობებზე. გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, ხოლო ლექტორები იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის პედაგოგები - მოქმედი მოსამართლეები.

საჯარო ლექციების გამართვის ინიციატივას მხარი დაუჭირა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა შემდეგმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. თავისუფალი უნივერსიტეტი
3. საქართველოს უნივერსიტეტი
4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
6. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU)
7. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
8. კავკასიის უნივერსიტეტი
9. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
10. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI