სასამართლოს მოხელეთა მომზადება


სასამართლო სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა სასამართლო მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსს ახორციელებს. 2-თვიანი კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ მოსამართლის თანაშემწედ, სხდომის მდივნად ან/და სასამართლოს სხვა მოხელედ მუშაობის სურვილი.

სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.

კურსი მოიცავს როგორც სამართლებრივ ასევე, არასამართლებრივ თემატიკას. სწავლების მეთოდოლოგია მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩათვლით. სამართლებრივ და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე სწავლება ხორციელდება როგორც მოქმედი მოსამართლეების ასევე, ცნობილი პრაქტიკოსი იურისტების მიერ, ხოლო სხვა საკითხების სწავლებას შესაბამისი დარგის მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

სასამართლო მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის დასასრულს, მონაწილე აბარებს ტესტურ გამოცდას. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც კურსდამთავრებულს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი და პროგრამა


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI