სამოსამართლო კანდიდატების მომზადება


სამოსამართლო კანდიდატების მომზადების 10-თვიანი პროგრამა უზრუნველყოფს მომავალი მოსამართლეებისათვის საჭირო სამოსამართლო ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. 

სამოსამართლო კანდიდატების მომზადების 10-თვიანი პროგრამის ეტაპებია:

  • თეორიული კურსი - 5-თვიანი თეორიული კურის ფარგლებში, სამოსამართლო კანდიდატი დამატებით საფუძვლიან ცოდნას იღებს სამართლის ყველა ძირითად დარგში და ამასთან, სწავლობს მოსამართლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა  სამოსამართლო ეთიკა, სასამართლო დარბაზში კომუნიკაცია და სხვ. თეორიული კურსის დასასრულს, სამოსამართლო კანდიდატი  თეორიულ გამოცდას ტესტური ფორმით აბარებს. 
  • სტაჟირება - სამოსამართლო კანდიდატი 4 თვის განმავლობაში მიმაგრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლესთან (სტაჟირების კოორდინატორთან) და მისი ზედამხედველობით მუშაობს სასამართლო პრაქტიკაში არსებულ რეალურ საქმეებზე. სტაჟირების განმავლობაში, კანდიდატს ევალება სასამართლო გადაწყვეტილების პროექტების და სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების მომზადება, ასევე, სხვა შინაარსის დავალებების შესრულება. სტაჟირება ხორციელდება სამართლის სამივე დარგის მიმართულებით. სტაჟირების ფარგლებში, სამოსამართლო კანდიდატი სტაჟირების კოორდინატორის მიერ ფასდება ყოველდღიურად, ხოლო სტაჟირების ბოლოს დგება დახასიათება.
  • სემინარული მუშაობა - გრძელდება 1 თვე და მისი მიზანია თეორიული კურსის და სტაჟირების დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, აგრეთვე სამოსამართლო კანდიდატის მომზადება  დამამათავრებელი გამოცდისათვის. სემინარული მუშაობისას, სამოსამართლო კანდიდატებს ყოველდღიურად ეძლევათ თეორიული კაზუსი, რომლის მიხედვითაც ატარებენ იმიტირებულ პროცესს და წერენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სემინარული მუშაობა, ისევე როგორც სტაჟირება ტარდება სამართლის სამივე დარგის მიმართულებით და თითოეულ მიმართულებას ჰყავს სემინარული მუშაობის ხელმძღვანელი. სემინარული მუშაობის დასასრულს, თითოეულ სამოსამართლო კანდიდატზე დგება დახასიათებას.
  • დამამთავრებელი გამოცდა - 10-თვიანი სასწავლო კურსის დასასრულს, სამოსამართლო კანდიდატს ეძლევა რეალური საქმე საქართველოს სასამართლოების პრაქტიკიდან, რომელსაც  უნდა გაეცნოს, გაანალიზოს და დაწეროს გადაწყვეტილება. დამამთავრებელ გამოცდაზე ფასდება როგორც  კანდიდატის მიერ პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლის მაჩვენებელი, ასევე სამოსამართლო კანდიდატის მიერ დროის მცირე მონაკვეთში ხარისხიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების დაწერის უნარი. დამამთავრებელი გამოცდა გრძელდება 6 საათი.

ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, სამოსამართლო კანდიდატი იღებს საკვალიფიკაციო ნომერს და დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას. 

იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის სასწავლო პროგრამა

რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამოსამართლო კანდიდატების  სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI