მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგები


მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული ზრდის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგების ჩატარებას. მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგების ყოველი მომდევნო წლის პროგრამა მუშავდება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში და ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ როგორც საკუთარი რესურსით, ასევე უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განსახორციელებელ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

პროგრამის შედგენისას, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იყენებს კომპლექსურ მეთოდს, რომელიც მოიცავს, მაგრამ ამასთან, არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • სასამართლოს საჭიროებების ანალიზი;
  • ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების რეკომენდაციები;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების ანალიზი;
  • სკოლის მასწავლებელთა საბჭოს რეკომენდაციები;
  • საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი;
  • უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები;
  • განვითარებულ სახელმწიფოებში მოსამართლეთა სწავლების სფეროში არსებული სიახლეები და მიმართულებები.

მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ღონისძიებები იმართება ტრენინგის, სემინარის, მრგვალი მაგიდის, კონფერენციის და სხვა აპრობირებული ფორმატის გამოყენებით.

საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლოების საჭიროებების საფუძველზე, წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ რეგულარულად ხორციელდება მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგების პროგრამის მოდიფიცირება/განახლება.

მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული ტრენინგები - 2017 წ.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI