მოქმედ მოხელეთა პროფესიული ტრენინგები


მოქმედ სასამართლო მოხელეთა პროფესიული ზრდის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა მათთვის უზრუნველყოფს პროფესიული ტრენინგების ჩატარებას. მოქმედ მოხელეთა პროფესიული ტრენინგების ყოველი მომდევნო წლის პროგრამა მუშავდება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ტრენინგების თემები ყოველწლიურად იცვლება და ეფუძნება მოქმედ სასამართლო მოხელეთა საჭიროებების კვლევის სიღრმისეულ ანალიზს. სასამართლო მოხელეთა პროფესიული ტრენინგების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ღონისძიებები იმართება ტრენინგის, სემინარის, სამუშაო შეხვედრის და სხვა აპრობირებული ფორმატის გამოყენებით.

სასწავლო ღონისძიებები ეხება როგორც სამართლის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე ისეთ თემებს, როგორიცაა სასამართლოს ადმინისტრირება, საქმეების მენეჯმენტი, მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურების სტანდარტები, სამართლებრივი მართლწერა და სხვ.

სამართლებრივ თემებზე მოხელეთათვის პროფესიული ტრენინგების ჩატარებას მოქმედი მოსამართლეები, ხოლო არასამართლებრივ თემებზე შესაბამისი დარგის მოწვეული სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ წლის განმავლობაში, რეგულარულად ხორციელდება მოქმედ სასამართლო მოხელეთა პროფესიული ტრენინგების პროგრამის მოდიფიცირება/განახლება.

მოქმედ სასამართლო მოხელეთა პროფესიული ტრენინგები - 2019 წ.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI