კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კურსის მიზანი:
კურსის მიზანია იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის სწავლება და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება. კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას.

სამიზნე ჯგუფი:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ან სწავლობს ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელ კურსზე.

სწავლების მეთოდი:
ტრენინგები ტარდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. სწავლების პროცესი მოიცავს კაზუსის ამოხსნის მეთოდის განხილვას, კაზუსზე დამოუკიდებლად მუშაობას და მსმენელთა ჩართულობით მის განხილვას.

მსმენელები იმუშავებენ როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ფარგლებში შემუშავებულ კაზუსებზე.

მიღებული ცოდნის გაზომვის მიზნით, კურსზე ჩარიცხულ მსმენელებს, კურსის დასრულების შემდგომ ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა.

ტრენერი/მასწავლებელი:

დიანა ბერეკაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
შოთა გეწაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე  

კურსით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები:

  • კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო საპროცესო სამართლის სფეროში - თეორიული ნაწილი;
  • მუშაობა კაზუსებზე სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო საპროცესო სამართლის სფეროში;
  • კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციული სამართლის და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის  სფეროში - თეორიული ნაწილი;
  • მუშაობა კაზუსებზე ადმინისტრაციული სამართლის და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სფეროში.

კურსის მსმენელს იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჩუქრად გადასცემს პროგრამით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოებს.

კურსის ხანგრძლივობა:
სრული კურსი მოიცავს 36 საათს (მათ შორის, შემაჯამებელ გამოცდას). სწავლება განხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

სასწავლო კურსის დეტალურ  განრიგს კურსის მონაწილეები მიიღებენ სწავლების დაწყების წინ.

 

სერტიფიკატი:
სრული კურსის გავლის შემდეგ, მსმენელი მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს. 



რეგისტრაცია

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI