TWINNING


ტრენერთა ტრენინგი - ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია (eng)

ტრენერთა ტრენინგი - ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია (eng)

9 და 10 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ მხარდაჭერით იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე:  „ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო  რუმინეთის ეროვნული სამოსამართლო ინსტიტუტის ექსპერტი ოტილია სტეფანია პაკურარი.

ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ზრდასრულთა სწავლების სტილი და ძირითადი პრინციპები,  სწავლების მეთოდების დაგეგმვა, მიზნობრივი დაგეგმვა სასამართლო სისტემის წარმომადგენლების სწავლებისთვის და ა.შ. ამასთან, სემინარი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და ჯგუფური პრეზენტაციებით.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა გეგმავს, ასევე ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის საკითხზე სასწავლო მოდულის შემუშავებას ტვინინგის პროექტის ფარგლებში.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI