TWINNING


იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი საფრანგეთში (eng)

იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი საფრანგეთში (eng)

მიმდინარე წლის 25-27 თებერვალს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ  საფრანგეთში,  ქ. პარიზში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის (ENA), სახელმწიფო საბჭოს, პარიზის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეთა ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელ და სხვა წარმომადგენელ პირებთან. შეხვედრების დროს განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართლის სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები, შესაბამისი ორგანოების მისია ადმინისტრაციული სამართლის სწავლებაში და სასწავლო პროცესის სხვადასხვა კომპონენტი.

გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და გამოცდილება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI