TWINNING


ფსიქიატრიული ჯანდაცვა (eng)

ფსიქიატრიული ჯანდაცვა (eng)

 

13 და 14 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ფსიქიატრიული ჯანდაცვა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: შოთა გეწაძე და ლევან თევზაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირმა გელაშვილი და საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი/ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, ზესტაფონისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალსწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI