TWINNING


გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ადმინისტრაციულ სამართალში (eng)

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ადმინისტრაციულ სამართალში (eng)

 

13 და 14 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“  ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ადმინისტრაციულ სამართალში“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე და შოთა გეწაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილი, საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს (Le Conseil d’Etat) ექსპერტი/მოსამართლე  ოლივერ ჟაპიო და ექსპერტი მაია ბითაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაცო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, ახალქალაქის, ახალციხის, ხაშურის, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI