ევროპის საბჭო - იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება (eng)


იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება

 

2018 წელს დასრულდა ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელიც 2014 წელს, ასევე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების განვითარება“, შედეგებზე დაყრდნობით   შემუშავდა.

18 თვიანი პროექტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიულ გეგმაში გათვალისწინებული მიზნების შესრულებაზე იყო ორიენტირებული და ითვალისწინებდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებისა და ტრენერების შესაძლებლობების გაძლიერება საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მოდულების შემუშავებისა და უზრუნველყოფის მიზნით;
  2. მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მოდულების შემუშავება;
  3. სამოსამართლო კანდიდატების სტაჟირების პროგრამის სტრუქტურის, დიზაინისა და განხორციელების პროცესის დახვეწა.

 

პროექტის ფარგლებში:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებმა გაიუმჯობესეს ცოდნა და უნარები როგორც სასწავლო ციკლის დაგეგმვასა და მართვაში, ასევე ტრენინგის საჭიროებათა შეფასების პროცესის მიმართულებით. განხორციელდა სამუშაო შეხვედრები ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით, ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით შედგა ორი ვიზიტი პორტუგალიასა და ესტონეთში;
  •  იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალური სწავლება გაიარეს;
  • შემუშავდა შემდეგი სახელმძღვანელო დოკუმენტები:  ტრენინგის ციკლის მართვა; ტრენინგ საჭიროებათა და ტრენინგის შეფასების სახელმძღვანელო და ტრენერის ინსტრუმენტების ნაკრები;
  • ევროპის საბჭოს ექსპერტებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლე/ექსპერტების მიერ ერთობლივად შემუშავდა 9 სასწავლო მოდული, როგორც სამართლებრივ ასევე არასამართლებრივ თემებზე;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა 50 ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი წიგნი;
  • განხორციელდა სამოსამართლო კანდიდატების სტაჟირების პროგრამის ანალიზი, რომლის საფუძველზეც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადდა ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები.

 

პროექტი 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI