News


სასამართლო სხდომის მართვა და კომუნიკაცია (eng)

სასამართლო სხდომის მართვა და კომუნიკაცია (eng)

2 და 3 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროექტის - „კანონის უზენაესობის  მხარდაჭერა საქართველოში“ რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (USAID-PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეებისთვის, ბორჯომში, გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სასამართლო სხდომის მართვა და კომუნიკაცია“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თიმოთიბალანდი: მოსამართლე/ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის , ბათუმის, ფოტისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონის, ახალციხის, მცხეთისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა ,მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI