News


შეხვედრა „ფაუნა & ფლორა ინტერნეშენელის“ (FFI) წარმომადგენლებთან გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე (eng)

შეხვედრა „ფაუნა & ფლორა ინტერნეშენელის“ (FFI) წარმომადგენლებთან გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე (eng)

მიმდინარე წლის 29 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა & ფლორა ინტერნეშენელის“ (FFI) წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით ქართული სასამართლო სისტემის საჭიროებების იდენტიფიცირებას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს იმ წევრებმა, მოსამართლეებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ გარემოსდაცვით საკითხებზე სასწავლო მოდულის შექმნასა და შესაბამისი ტრენინგის ჩატარებაში, ასევე სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების სექტორის წარმომადგენლებმა.

იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და „ფაუნა & ფლორა ინტერნეშენელს“ შორის თანამშრომლობა მიმდინარე წელს დამყარდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მოიაზრება სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სწავლების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI