News


ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის წარმართვა (eng)

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის წარმართვა (eng)

 

26 და 27 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის წარმართვა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე, აშშ, ჯორჯია, კობის ოლქი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები ჯიმ ბოდიფორდი და ენნ ჰარისი და  აშშ, ჯორჯია, ჰენრის ოლქი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ბენ შტუდარდი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, გორის, თეთრიწყაროს, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI