News


გადაწყვეტილების დასაბუთება ადმინისტრაციულ სამართალში (eng)

გადაწყვეტილების დასაბუთება ადმინისტრაციულ სამართალში (eng)

29 და 30 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება ადმინისტრაციულ სამართალში“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზესტაფონის, საჩხერის,  ახალციხის, ხაშურის, თეთრიწყაროს, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI