29 და 30 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი-მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა (EU4JUSTICE) , თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში სასტუმრო „რუმსი“, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „დოკუმენტების გამართულად წერა“.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ია გამყრელიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.