News


ტრენერთა ტრენინგი (ToT) „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის თაობაზე (eng)

ტრენერთა ტრენინგი (ToT) „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის თაობაზე (eng)

 

მიმდინარე წლის 21-24 ივნისს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ნომინირებული მოსამართლეებისათვის გაიმართა ტრენერთა ტრენინგი (ToT) „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის თაობაზე.

ტრენინგს უღქვებოდნენ ჰააგის რაიონული სასამართლოს საბჭოს წევრი, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების საკითხებში ნიდერლანდების წარმომადგენელი მოსამართლე იოჰან ვისერი და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი კერსტ ინბარტჩი.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის (ცენტრალური ორგანოს) თანამშრომლებმა.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილე მოსამართლეები უახლოეს მომავალში გაუძღვებიან საპილოტე ტრენინგს მოსამართლეებისთვის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის თემატიკაზე.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI