News


ტრენინგი შრომის კანონმდებლობაზე (eng)

ტრენინგი შრომის კანონმდებლობაზე (eng)

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 19-20 ივნისს, შრომის კანონმდებლობაზე მოსამართლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა, სადაც  ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ ბირგიტ ფოსკულერი - მოსამართლე, ჰამბურგის მიწის შრომის სასამართლოს თავმჯდომარე  და თამარ ხაჟომია - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ტრენინგზე განხილულ თემებს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შინაარსი და მისი შეცვლა, გამოსაცდელი ვადა, შრომითი ხელშეკრულების გაბათილება, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, დასაქმებულთა დათხოვნა - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა, შრომითი ხელშეკრულება/ნარდობის გამიჯვნა და მტკიცებულებების წარმოდგენის ტვირთი შრომის სამართლის დავებში.

იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ტრენინგს ორგანიზება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაუწია.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI