Press Releases


ტრენინგ სახელმძღვანელოს - „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“ პრეზენტაცია. (eng)

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართება ტრენინგ სახელმძღვანელოს - „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტებიპრეზენტაცია.

სახელმძღვანელო შემუშავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში. 2015 წელს დაწყებული მუშაობის შედეგად, მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის  შრომის სამართლის თემაზე შემუშავდა სასწავლო მოდული, ხოლო მოგვიანებით შეიქმნა სპეციალური-ტრენინგ სახელმძღვანელო. 

როგორც სასწავლო მოდულზე, ასევე სახელმძღვანელოზე იმუშავა ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ წარდგენილი ქართველი მოსამართლე/ექსპერტები, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტები.

სახელმძღვანელო, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოყენებული იქნება შრომის სამართლის თემაზე, როგორც მოსამართლეთა ასევე სასამართლოს სხვა მოხელეთა პროფესიული ტრენინგების ძირითადი ლიტერატურა. 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI