Press Releases


ურთიერთთანამსრომლობის მემორანდუმი (eng)

21 დეკემბერს, 11 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები:

  • ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო (ლექციები, სემინარები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ღონისძიებებს;
  • წინასწარ შეთანხმებულ თემებზე, ერთობლივად და სხვათა მონაწილეობით დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის კონფერენციებს;
  • სხვადასხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებს და იზრუნებენ მათ შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე;
  • ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე.

მისამართი : ნოდარ ბოხუას 19 (დიღმის მასივი)

დასაწყისი : 11 საათი


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI