Press Releases


საჯარო ლექცია (eng)

 

იუსტიციის უმაღლესი სკოლა კვლავ აგრძელებს საჯარო ლექციების მიმართულებას. 27 ნოემბერს, 18 საათზე, საჯარო ლექციას თემაზე: სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, იურიდიული ფაკულტეტის და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაუძღვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე.

საჯარო ლექციას დაესწრებიან იმ 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, ვისთანაც იუსტიციის უმაღლეს სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

სხვა დაინტერესებულ პირებს და ფართო საზოგადოებას საჯარო ლექციის პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ექნებათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე www.hsoj.ge და Facebook გვერდზე.  

იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჯარო ლექციების ჩატარებას სტუდენტებისთვის მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.

 

მისამართი : დ. აღმაშენებლის მე-10 კილომეტრი

მართლმსაჯულების  სახლი

27 ნოემბერი, 18 საათი


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI