Press Releases


სერტიფიკატების გადაცემა (eng)

 

მიმდინარე წლის 28 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სერტიფიკატები გადაეცემათ „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ მონაწილეებს.

„სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადებასთან (GIZ) თანამშრომლობით შეიმუშავა საქართველოში ჟურნალისტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლების მიზნით. კურსის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც ქართველი ასევე გერმანელი მოსამართლე ექსპერტები.

სპეციალური კურსის შემუშავების იდეა თავად ჟურნალისტთა კორპუსის სურვილმა განაპირობა. პროგრამის თემები ჟურნალისტების ჩართულით იქნა იდენტიფიცირებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ.

სპეციალური სასწავლო კურსი ორ ეტაპიანია და ფარავს შემდეგ მიმართულებებს: ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური სამართალი, სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საქართველოს კანონს „საერთო სასამართლოების შესახებ“

აღნიშნული კურსი პირველად ჩატარდა, თუმცა იუსტიციის უმაღლეს სკოლა, დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის ზემოაღნიშნული კურსის ჩატარებას მომავალშიც გეგმას.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI