მიმდინარე წლის 28 იანვარს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“, ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა დისტანციური სასწავლო კურსის გახსნითი ღონისძიება თემაზე - „ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები (სისხლისსამართლებრივი ასპექტები)“.
დისტანციური მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებების შესახებ სასამართლო პრაქტიკის და აქტუალური პრობლემების ანალიზს და შესაბამის დავალებებს.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია სასამართლოს მოხელეებისთვის და მასში მონაწილეობას იღებს სასამართლოს 20 მოხელე თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.
კურსი ორთვიანია და მას წარუძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი. კურსის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.