2019 წლის 18-22 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, განხორციელდა ხორვატიელი ექსპერტის ნელა პოპოვიჩის ვიზიტი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებლების (ტრენერების) შერჩევის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი.
შედეგად, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ექსპერტმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებს გააცნო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამოსამართლო სკოლაში არსებული პრაქტიკა, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.