მიმდინარე წლის 25-27 თებერვალს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საფრანგეთში, ქ. პარიზში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის (ENA), სახელმწიფო საბჭოს, პარიზის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეთა ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელ და სხვა წარმომადგენელ პირებთან. შეხვედრების დროს განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართლის სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები, შესაბამისი ორგანოების მისია ადმინისტრაციული სამართლის სწავლებაში და სასწავლო პროცესის სხვადასხვა კომპონენტი.
გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და გამოცდილება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.