მიმდინარე წლის 12 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების მხარდაჭერა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ ფარგლებში, გაიმართა სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პროგრამა შემუშავებულია, ერთის მხრივ, ტვინინგის პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების, მეორეს მხრივ კი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის და ქართული სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებზე გამართული დისკუსიების საფუძველზე.
პრეზენტაციის განმავლობაში, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის შემუშავების მიზნით სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები სრულად აისახა სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის განახლებულ ვერსიაში, რომლის შესახებაც დამსწრე აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.