TWINNING


დისტანციური კურსის დახურვა - „ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები (სისხლისსამართლებრივი ასპექტები)“

დისტანციური კურსის დახურვა - „ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები (სისხლისსამართლებრივი ასპექტები)“

მიმდინარე წლის 29 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა დისტანციური კურსის - „ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები (სისხლისსამართლებრივი ასპექტები)“ დასკვნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა და თვინინგის პროექტის მუდმივმა მრჩეველმა/ ლატვიის  სამოსამართლოს სწავლების ცენტრის დირექტორმა სოლვიტა კანინა ცაუნემ.

დისტანციური კურსის შემუშავება მოხდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ ფარგლებში და კურსის ავტორი და ხელმძღვანელი გახლდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.

დისტანციური კურსი მოიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებების შესახებ სასამართლო პრაქტიკის და აქტუალური პრობლემების ანალიზს და შესაბამის დავალებებს.

დისტანციურ კურსში მონაწილეობა მიიღო და დასკვნითი გამოცდა წარმატებით გაიარა სასამართლოს 20-მა მოხელემ თბილისის საქალაქო და სააპელაციო და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI