TWINNING


ტრენერთა ტრენინგი - ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია

ტრენერთა ტრენინგი - ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია

მიმდინარე წლის 26-29 მარტს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი თემაზე „ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია“.

ტრენინგზე ექსპერტად მოწვეულია გერმანიის საჯარო მოხელეთა ასოციაციის აკადემიის დირექტორი - ჰანს რიგერი. ტრენინგი ეხება ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მათ სწორ შერჩევას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას მათი იმპლემენტაციის საფუძველზე.

მიმდინარე ტრენინგის ფარგლებში გადამზადებული ქართველი მოსამართლე-ექსპერტები ამავე თემაზე მომავალში ჩაატარებენ ტრენინგს სხვა ქართველი მოსამართლეებისთვის.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI