TWINNING


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტვინინგის პროექტის დახურვა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტვინინგის პროექტის დახურვა

მიმდინარე წლის 16 აპრილს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ დახურვა.

ტვინინგის პროექტი მიზნად ისახავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერას ინსტიტუციური მოწყობისა და სასწავლო პროგრამების დაახლოებაში ევროკავშირის სტანდარტებთან. პროექტი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და ითვალისწინებდაშემდეგკომპონენტებს:

  • სამოსამართლო კანდიდატებისმომზადებისპროგრამისგანახლება;
  • სასწავლომოდულებისშემუშავებამოქმედიმოსამართლეებისადასასამართლოსსხვამოხელეებისგადამზადებისპროგრამისფარგლებში;
  • იუსტიციისუმაღლესისკოლისტრენერთა, თანამშრომელთადაადმინისტრაციისშესაძლებლობებისგაძლიერება;
  • ელექტრონულისწავლებისპროგრამებისშემუშავება.

დახურვის ღონისძიებაზე შეჯამდა ტვინინგის პროექტის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის და კონსორციუმის წევრი ინსტიტუტების თანამშრომლობის შედეგები და ასევე ხაზი გაესვა სამომავლო პერსპექტივებს.

პროექტის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც უშუალოდ პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები, ისე - მოწვეული სტუმრები: ლატვიის, საფრანგეთის და ხორვატიის ოფიციალური პირები და დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI