TWINNING


მმართველი კომიტეტის შეხვედრა

მმართველი კომიტეტის შეხვედრა

მიმდინარე წლის 17 აპრილს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“, ფარგლებში,  იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მმართველი კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრა უკავშირდებოდა პროექტის ბოლო, მეექვსე კვარტლის დასასრულს და მას ესწრებოდნენ როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ისე - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პროექტის უცხოელი ლიდერები.

მმართველი კომიტეტის ბოლო შეხვედრა გახსნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, ვანო ბოლქვაძემ. მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს ასევე მიმართა ედვინს ბალშევიჩმა - ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის დირექტორმა.

პროექტის მეექვსე კვარტლის შედეგები წარადგინეს პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა - სოლვიტაკალნინა-ცაუნემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის უფროსმა, პროექტის ლიდერმა - ანიკო ფარჯიანმა.

მეექვსე კვარტლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციის შემდეგ მმართველმა კომიტეტმა დაამტკიცა შესაბამისი ანგარიში. შეხვედრის დასასრულს, კომიტეტის წევრებს მიმართა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა და მადლობა გადაუხადა თითოეულ პირს და ორგანიზაციას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ტვინინგის პროექტის წარმატებით განხორციელებაში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI