სამართლებრივი აქტები


იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. კანონი განსაზღვრავს სკოლის სტატუსს, მიზნებს და ამოცანებს, სკოლის მართვის ორგანოების ფორმირების წესსა და უფლებამოსილებებს, სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მიღების ძირითად წესებს და მათ სტატუსს, სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სასწავლო პროცესის ძირითად საკითხებს, აგრეთვე, სკოლის გადამზადების კურსების შედგენა-განხორციელების მარეგულირებელ ნორმებს.

საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ “

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდება დამტკიცებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის N1/1 გადაწყვეტილებით. წესდება განსაზღვრავს სკოლის მართვასა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ დეტალურ საკითხებს, სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მიღების დეტალურ პირობებსა და წესებს, სკოლის სტრუქტურას და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, სკოლის მასწავლებელთა საბჭოს საქმიანობის წესებს, სკოლაში სასწავლო პროცესების მარეგულირებელ ნორმებს და სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დებულება დამტკიცებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2013 წლის 16 დეკემბრის N1/10 გადაწყვეტილებით. დებულება განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესებს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დებულება

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI