იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო ამტკიცებს საკვალიფიკაციო სიას და ასევე სკოლის კურსდამთავრებულის ინდივიდუალურ შეფასებას. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ემყარება შემდეგ მონაცემებს: მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები; თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგები; სავალდებულო სტაჟირების შედეგები (მათ შორის სტაჟირების კოორდინატორის შეფასება და სტაჟირების ხელმძღვანელის ანგარიში); სემინარული მუშაობის შედეგები (სემინარის ხელმძღვანელების შეფასებები); სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგები; მსმენელის დისციპლინის შეფასების შედეგები.
მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება როგორც იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება.