სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ითვლება ჩაბარებულად თუ მსმენელი მოაგროვებს, სულ მცირე, 85 ქულას. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების გადასინჯვა (პრეტენზიის წარდგენა), შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა, 80 ქულა. საბოლოოდ, თუ მსმენელმა ვერ მოაგროვა 85 ქულა, საგამოცდო კომისია დამოუკიდებელი საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს მსმენელის მორიგ დამამთავრებელ გამოცდაზე დაშვების თაობაზე. მსმენელის მორიგ დამამთავრებელ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი საბჭო.