იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი თეორიული კურსის დამამთავრებელ გამოცდაში მიიღებს 60 ქულაზე ნაკლებს იგი უპირობოდ გაირიცხება სკოლიდან. თუ მსმენელმა თეორიული კურსის დამამთავრებელ გამოცდაში მოაგროვა არანაკლებ – 60 და არაუმეტეს, 74 ქულა, იგი ვერ სარგებლობს პრეტენზიის წარდგენის უფლებით. ამ შემთხვევაში, ასევე თუ მიიღო 75-დან 79 ქულამდე, მაგრამ წარდგენილი პრეტენზია არ დაკმაყოფილდება ან არ იქნება წარდგენილი – საგამოცდო კომისია დამოუკიდებელი საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს მსმენელის დამატებით თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების შესახებ. დამოუკიდებელი საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მსმენელის სკოლიდან გარიცხვის შესახებ;
ბ) მსმენელის დამატებით თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების შესახებ.
ა) მსმენელი პირველ ან/და დამატებით თეორიულ გამოცდაში მიიღებს არანაკლებ 75 ქულას;
ბ) მსმენელის მიერ თეორიული კურსის არასაპატიოდ გაცდენილი დრო არ აღემატება 2 საათს;
გ) თეორიული კურსის განმავლობაში, მსმენელის მიმართ ადგილი არ ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და სკოლის დირექციის მიერ მსმენელი დისციპლინის ნაწილში ხასიათდება დადებითად.