დამამთავრებელ გამოცდაზე, მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე. მსმენელმა უნდა აირჩიოს ერთ-ერთი კატეგორიის საქმე და მასზე უნდა შეადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება. დამამთავრებელი გამოცდა ითვლება ჩაბარებულად თუ მსმენელი მოაგროვებს, სულ მცირე, 85 ქულას. დამამთავრებელი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 7 ასტრონომიული საათი.