თეორიული კურსის ბოლოს იუსტიციის მსმენელი აბარებს თეორიული კურსის დამამთავრებელ გამოცდას, რომელიც ტარდება ტესტური ფორმით წერილობით ან ელექტრონულად, სკოლის ვებპორტალის გამოყენებით. საგამოცდო ტესტი შედგება ასი საკითხისგან. ტესტური გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, თუ მსმენელი მოაგროვებს სულ მცირე, 80 ქულას, სხვა შემთხვევაში თეორიული გამოცდა არ ითვლება ჩაბარებულად. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გათვალისწინებულია 5 ასტრონომიული საათი.