იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები, რომელთა შერჩევას ახორციელებს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო. სკოლის მასწავლებლის შერჩევა ხდება სამართლის სფეროს ან/და სასაწავლო თემის/თემების მიხედვით. სამართლებრივ თემებზე სწავლებას ახორციელებენ მოქმედი ან ყოფილი მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, ხოლო არასამართლებრივ თემებს ფარავენ შესაბამისი დარგის ექსპერტები.