სკოლაში იუსტიციის მსმენელად მიღება ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „იურიდიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.