2017 წლის 19 სექტემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.
2018 წელს დასრულდა ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელიც 2014 წელს, ასევე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების განვითარება“, შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა.
2014 წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება,“ რომელიც დაფინანსდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტთან - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება (JILEP).“
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს როგორც მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების, ასევე სამოსამართლო კანდიდატების მომზადების მიმართულებებს. GIZ-თან თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა სასწავლო კურიკულუმი თემაზე - რელაციის მეთოდი.
![]() |
![]() |
USAID/JILEP, UNDP, UN Women |
![]() |
![]() |
2014 წელს, სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა სასწავლო კურიკულუმი გენდერული თანასწორობის საკითხზე. ვრცლად |
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (რომელსაც ახორციელებს ავსტრიული ორგანიზაცია „Human Dynamics“) ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ მოქმედი მოსამართლეებისთვის პროფესიული ტრენინგები განახორციელა თემებზე: გადაწყვეტილების დასაბუთება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია...
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა (DoJ) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას.
2014 წელს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ თანამშრომლობა გააღრმავა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP). თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული განვითარების მიმართულებას.
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სასწავლო კურიკულუმი შეიმუშავა, რომლის მიხედვით უწყებამ უკვე ჩაატარა მოქმედ მოსამართლეთათვის პროფესიული ტრენინგები. ტრენინგების განხორციელებაში ჩართული იყო როგორც სკოლის პედაგოგი - მოქმედი მოსამართლე ასევე, ფსიქოლოგები.ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას.
2014 წელს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ თანამშრომლობა გააღრმავა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO). თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას.
იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინიციატივის ინსტიტუტი (CEELI Institute) გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ისეთი სისტემის დანერგვას უწყობს ხელს, რომელიც სასამართლო სისტემაში მომუშავე კადრების პროფესიონალიზმის ზრდას განაპირობებს. CEELI Institute-თან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უკვე ჩაატარა მოსამართლეთა საერთაშორისო სემინარი კორუფციასთან ბრძოლის თემაზე.