
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობა მოიცავს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სწავლების ტრენინგების მიმართულებას.
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ UNHCR-თან თანამშრომლობით, უცხოელი ექსპერტების და სკოლის პედაგოგი - მოქმედი მოსამართლეების მონაწილეობით, უკვე ჩაატარა მოსამართლეთათვის პროფესიული ტრენინგი ლტოლვილთა სამართლის თემაზე.
მოქმედ მოსამართლეთათვის, მსგავსი შინაარსის პროფესიული ტრენინგების განხორციელება მომავალშიც არის დაგეგმილი.
უკან