
იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სასწავლო კურიკულუმი შეიმუშავა, რომლის მიხედვით უწყებამ უკვე ჩაატარა მოქმედ მოსამართლეთათვის პროფესიული ტრენინგები. ტრენინგების განხორციელებაში ჩართული იყო როგორც სკოლის პედაგოგი - მოქმედი მოსამართლე ასევე, ფსიქოლოგები.
იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედ მოსამართლეთათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე პროფესიული ტრენინგების განხორციელება მომავალშიც არის დაგეგმილი.
უკან