![]() |
![]() |
![]() |
![]() |
2014 წელს, სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა სასწავლო კურიკულუმი გენდერული თანასწორობის საკითხზე. სამუშაო პროცესში იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად ჩართული იყო: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). კურიკულუმის შექმნაზე იმუშავეს როგორც ამერიკელმა, ასევე ევროპელმა ექსპერტებმა და სკოლის პედაგოგებმა - მოქმედმა მოსამართლეებმა.
გენდერული თანასწორობის თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავების შემდგომ, უცხოელი ექსპერტების მიერ სკოლის პედაგოგებისთვის - მოქმედი მოსამართლეებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი. ასევე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოქმედ მოსამართლეთათვის განხორციელდა პირველი საპილოტე - პროფესიული ტრენინგი.
გენდერული თანასწორობის თემაზე შემუშავებული სასწავლო კურიკულუმის გამოყენებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა მომავალში გეგმავს მოქმედ მოსამართლეთათვის პროფესიული ტრენინგების ჩატარებას.