სიახლეები


სასწავლო მოდული თემაზე „მოსამართლის პროფესიული უნარ-ჩვევები“

სასწავლო მოდული თემაზე „მოსამართლის პროფესიული უნარ-ჩვევები“

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“, ფარგლებში, უზრუნველყოფს სასწავლო მოდულის შექმნას, თემაზე - სამოსამართლო უნარები (ე.წ. ‘judgecraft’).

აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ნომინირებული ქართველი მოსამართლე-ექსპერტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილსა და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი, მოსამართლე ლესლი ქათბერთი.

კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე საპილოტე ტრენინგს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული ქართველი მოსამართლე-ტრენერები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI