სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი  „ციფრული საშუალებების გამოყენება სწავლების პროცესში“

ტრენერთა ტრენინგი „ციფრული საშუალებების გამოყენება სწავლების პროცესში“

მიმდინარე წლის 23-24 იანვარს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“, ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი თემაზე - „ციფრული საშუალებების გამოყენება სწავლების პროცესში“.

ტრენინგს უძღვება ლატვიელი ექსპერტი - ულდის პავულსი. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებლები/ტრენერები თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებიდან.

ტრენინგის განმავლობაში ქართველი მოსამართლეები მიიღებენ ინფორმაციას სხვდასხვა ციფრული საშუალების და მათი გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ, რათა მომავალში შეძლონ მათი დანერგვა სამოსამართლო სწავლების პროცესში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI