8-10 თებერვლის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბავშვებთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებები სამოქალაქო სამართალწარმოებაში“.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერთა მულტი დისციპლინური გუნდი მოსამართლის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის შემადგენლობით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის საქალაქო, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, სენაკის, ზესტაფონის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.