სიახლეები


შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან

შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 20 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლებთან, კერძოდ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ბატონ კრისტიან ურსესთან და პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ უფროსთან, ქალბატონ სოფიო წაქაძესთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და ევროპის საბჭოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაძლიერების შესაძლო გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ახალ ინიციატივას, რომელიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების ახალი, 2019-2023 წლების გეგმის შემუშავებას.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI