სიახლეები


ბავშვის უფლებები სამოქალაქო სამართალწარმოებაში

ბავშვის უფლებები სამოქალაქო სამართალწარმოებაში

22-24 თებერვლის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბავშვებთან თანამშრომლობით და  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ბორჯომში მოსამართლეთათვის გამართა ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებები სამოქალაქო სამართალწარმოებაში“.

ტრენინგს უძღვებოდა ტრენერთა მულტი დისციპლინური გუნდი მოსამართლის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის შემადგენლობით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისისსააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ხაშურის, გორის, მცხეთის,ბოლნისის, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI