სიახლეები


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული

8 და 9 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია და გერონტი კახეთელიძე.

ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზესტაფონის, ცაგერის, ამბროლაურის, ხაშურის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI