სიახლეები


ბავშვზე მორგებული გარემო მართლმსაჯულების სისტემაში

ბავშვზე მორგებული გარემო მართლმსაჯულების სისტემაში

9 და 10 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF)  თანამშრომლობის ფარგლებში სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ბავშვზე მორგებული გარემო მართლმსაჯულების სისტემაში “.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა და ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე.

ტრენინგი ორი ჯგუფისთვის  ჩატარდა და მასში მონაწილოება მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო, ზუგდიდის, ახალქალაქის, ახალციხის, გორის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI