სიახლეები


საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

16 და 17 მარტს, იუსტიციის უამღლესი სკოლისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)-ს თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში ლოპოტას ტბაზე, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-ს უფროსი სპეციალისტი ლეიო სიბელი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ახალციხის, გორისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI